
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ გამოცხადებულ ნახატების კონკურსში ჩაერთო.
კონკურსის თემა გახლდათ -„მშვიდობა“.
აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა, ამავე სკოლის XIა კლასის მოსწავლე მარიამ გოდოლაძე. მას გამარჯვებისთვის და პროექტში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
სკოლის დირექცია მარიამს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები: