„აფხაზეთი მკერდმოჭრილია უსაქართველოდ“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ემიგრანტთა ბაღს ესტუმრნენ
05-12-2022

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მე-2 და მე-6 კლასელი მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ თეა მაქაცარიასთან ერთად, ეწვივნენ ემიგრანტთა ბაღის - „ფესვები“ დიასახლისს,  პედაგოგ, პოეტ და ფილოლოგ ლია ნაროუშვილს.

აღნიშნული ბაღი არის ზუგდიდი სოფელ დავითიანში.  როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ამ ბაღში დახვდათ აფხაზური სახლი „აბაყა“ – „სულის სახლი“, რომელსაც მიცვალებულის სახელის უკვდავსაყოფად,  სოფლების დამაკავშირებელი გზების შესაყარზე აშენებდნენ. თუ აფხაზი მიზეზთა გამო აბაყას თავს შეაფარებდა, მოვალეობად თვლიდა, მიცვალებულის სულისთვის შენდობა შეეთვალა და იქვე თუ არა, სახლში მისულს მის სახელზე ჭიქა ღვინო შეესვა.  

„მოსწავლეებმა მათივე დაწერილი სურვილები განათავსეს სპეციალურად გამზადებულ ბოთლებში, იმ იმედით, რომ მეორედ სტუმრობისას პოეტ ლია ნაროუშვილთან ერთად მივლენ საზღვართან, მდინარე ენგურს გააყოლებენ ბოთლით გზავნილებს და აფხაზ თანატოლებს შეახსენებენ კიდევ ერთხელ, რომ აფხაზეთი მკერდმოჭრილია უსაქართველოდ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატო ესართია.

სკოლის მოსწავლეების მიერ გამზადებული მაკეტი - „ჩვენი სკოლა“ საპატიო ადგილს იკავებს აფხაზურ სახლ „აბაყაში“. ქალბატონმა ლიამ მოსწავლეებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა, რომელსაც სათუთად ინახავენ სკოლის მოსწავლეები.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ლიას მასპინძლობისთვის და დაუვიწყარი დღის ჩუქებისთვის, სკოლის მასწავლებელ თეას კი, ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203