„არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი!“- ქუთაისის N40 სკოლის V-IX კლასის მოსწავლეებმა პლაკატები გამოფინეს
06-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესო ღონისძიებებით, პედაგოგების ხელმძღვანელობით, იმართება. 

გამონაკლისი არც მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული იყო. სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა კვირეულის ღონისძიებას - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ - შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც კათედრის წევრების ინიციატივით, პლაკატების გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

V-IX კლასის მოსწავლეებმა პლაკატებით წარმოადგინეს მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკის რჩევები, როგორიცაა:

  • ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია - არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი;
  • ინფორმაცია გადაამოწმე პირველად წყაროსთან, გადაამოწმე ავტორი და წყარო - რამდენად სანდოა ის, გაიგე რამდენად ახალია ინფორმაცია და გადაამოწმე გამოქვეყნების თარიღი;
  • GOOGLE image search და tineye.com საიტებით ადვილად დაადგენ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი;
  • ერთი google ძიება არ არის საკმარისი ფაქტების გადამოწმებისთვის, გამოიყენე და გაეცანი სხვადასხვა წყაროს;
  • გახსოვდეს, რომ ემოციებით გაგიჭირდება ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, „წაიკითხე“ სტრიქონებს მიღმა - დაფიქრდი რა არის გზავნილის მთავარი მიზანი;
  • ყურადღება მიაქციე რეალობასთან შეუსაბამო მეტისმეტად ცუდ ან კარგ ამბავს და გადაამოწმე ის;
  • გახსოვდეს პირად ინფორმაციას შენზე და შენ ახლობლებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებ სხვებიც ხედავენ;
  • უცხო ადამიანებისგან მეგობრების თხოვნაზე დათანხმებამდე შეამოწმე მათი პროფილის გვერდები, შეიძლება ტროლები ან ბოტები აღმოჩდნენ;
  • სოციალური ქსელები ნებისმიერი მომხმარებლის online ქცევას სწავლობენ - დაუკვირდი, პოსტებსა და ფოტოებს, რომელსაც იწონებ ან აზიარებ;
  • გახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი შენც ხარ.

გარდა ამისა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბის - „აქტიური მოქალაქე“ წევრებმა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტი - გახდი მედიაწიგნიერი, გადაამოწმე ინფორმაცია შექმნეს. ამ ბუკლეტში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ყალბი ამბავი, ასევე, როგორ ამოვიცნოთ ტროლი და ყალბი ინფორმაცია.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია კუხიანიძეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203