„დაამტკიცა რომ საუკეთესოა“- თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ფილფანი კიკბოქსინგში​ მსოფლიო ჩემპიონია
05-12-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დავით ფილფანი კიკბოქსინგში (K-1ფორმატი) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან 4 დაძაბულ ბრძოლაში წარმატებით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. ბრძოლა გაიმართა ბელგიის, იტალიის, საფრანგეთის და ფინალში უკრაინის წინააღმდეგ.

სკოლა ამაყობს დავით ფილფანის წარმატებით და წინსვლას უსურვებს. 

„პატარა რინგიდან დიდ რინგამდე, დაამტკიცა რომ საუკეთესოა, 4 დაძაბული ბრძოლა, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, ფინალში უკრაინა ...  გავიმარჯვეთ და ვასახელეთ ჩვენი ქვეყანა. მსოფლიოს 38 ქვეყნის წარმომადგენელმა მოუსმინა საქართველოს ჰიმნს...“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203