„ვეცნობით საქართველოს რუკას“​ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგის და მისი მოსწავლის საინტერესო აქტივობა
05-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ჰასმიკ ანტონოსიანმა მე-6 კლასის მოსწავლეს, ჰაიკანუშ კობელიანს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.

„ვეცნობით საქართველოს რუკას“ - აღნიშნული სახელწოდებით ჩატარებულმა  აქტივობამ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა.  იგი აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. ჰაიკანუშ კობელიანმა მარცვლეულის გამოყენებით საქართველოს რუკაც კი ააწყო.

საინტერესო და სახალისო გარემოს გარდა, აღნიშნულმა აქტივობამ გაკვეთილი მეტად სამახსოვრო და ნაყოფიერი გახადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203