ქუთაისის N40 სკოლის I კლასის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერება აიმაღლეს
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ფეხს უდიდესი წარმატებით უწყობენ. მათი ყურადღების მიღმა, ფაქტობრივად, არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. გამონაკლისი არც მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული ყოფილა.
კლასის ხელმძღვანელმა მარინე ჩიქობავამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასაკის გათვალისწინებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მოეწყო დისკუსია, მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, წაიკითხეს წიგნი და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მედიაწიგნიერებას ეხება.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა, პედაგოგმა დასახულ მიზანს სახალისო აქტივობების მონაცვლეობით მიაღწია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: