საციხურის საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
02-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მინი ღონისძიება დევიზით - „შეაჩერე შიდსი- STOP AIDS“, ჩატარდა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს. ღონისძიების ინიციატორი ბიოლოგიის მასწავლებელი გულნაზ მარკოიძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203