დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლე რასულ ალიევმა „ეტალონის“ ოქროს სიგელი მოიპოვა
05-12-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა:

  • გუსეინ ახმედოვი;
  • რასულ ალიევი; 
  • ლეილა იმამგულიევა;
  • მათანათ გუსეინოვა;
  • სონა მურადოვა;
  • ისმაილ მამედოვი;
  • აითაჯ ტალიბოვა;
  • მაგამედ ახმედოვი;
  • აისელ ვალიევა.
მათგან ერთი - რასულ ალიევი მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203