პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე
02-12-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია, ის წარმატება, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზეს წარმატებით.

ფრენბურთის შეჯიბრში სკოლის ვაჟთა გუნდმა (I ადგილი) გაიმარჯვა. გუნდი დაკომპლექტებულია მეცხრეკლასელი ვაჟებით: მათე მაზანიშვილი, მათე მაჩხაშვილი, მიხეილ კალანდია, ნიკოლოზ გრძელიშვილი, გურამ პავლიაშვილი, ავ. მენაბდიშვილი, საბა ჩიხლაძე და ოთარ ჯაჭვაძე. (სპორტის მასწავლებელი ალ. როსტიაშვილი). 

ამავე ოლიმპიადის ფარგლებში, სამ კილომეტრზე სირბილში, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გრძელიშვილმა, დაიკავა მე-2 ადგილი.

სკოლა ულოცავს აღნიშნულ წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას და მეცხრე კლასის მოსწავლეებისადმი მადლიერებას გამოხატავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203