არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე ელვირა აბასოვამ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
12-12-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე მონაწილეობდა. 7-ვე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ამასთან, მათგან, ელვირა აბასოვა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის პირველი ეტაპი 30 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 2 დეკემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203