ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები გამუდმებით ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ტური გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: