„მეგობრობა მზეა“- ზემო ქედის N2 სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი დადგეს
02-12-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

 ll და lV კლასის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი - „მეგობრობა მზეა“ დადგეს. მათ თვითონ დაამზადეს პერსონაჟები, შექმნეს დეკორაციები და გააკეთეს სცენა. ისინი აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. მისი ხელმძღვანელი მზევინარ ოღაძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203