პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
02-12-2022

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად მოსწავლეებმა ღონისძიებით შემოდგომა გააცილეს.

ზეიმი სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203