დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
02-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო საჭადრაკო ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ მასწავლებელი- მაია ბეჭვაია.  

ტურნეში მონაწილეობა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ტურნირები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია, რადგან ისინი თავიდანვე ეჩვევიან ანალიტიკურ აზროვნებას. ჭადრაკის თამაში მათ წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარება, რაც შემდგომ მოგებისა და გამარჯვების სურვილს უჩენს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203