ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
02-12-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად მოსწავლეებმა ღონისძიებით შემოდგომა გააცილეს. „ოქროსფერი შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს, როგორი ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.   

„ოქროსფერი შემოდგომა“ გავაცილეთ. მადლობა ულამაზესი ღონისძიების ორგანიზატორებს - ქალბატონ ხატია ნიკოლეიშვილს, შორენა მუკბანიანს, ნინო ტუღუშს, მადონა პაპავას, ნინო აფხაზას, მაცო მურვანიძეს, ანა გოგუას და თითოეულ გვერდით მდგომ პედაგოგს. მადლობა, სამახსოვრო დღისთვის საუკეთესოები ხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203