საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლე და კურსდამთავრებული საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დუდუჩავა და კურსდამთავრებული სევერიან გუბელიძე საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ის მედიის წარმომადგენლებთან შედგა.
ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს, ასევე მარინა უშვერიძეს შეხვდნენ.
სკოლაში მოსწავლესა და კურსდამთავრებულს წარმატებას უსურვებენ.
„შეხვედრა საინტერესო იყო, ემოციებით დატვირთული. დიდი მადლობა ამ ლამაზი დღის ორგანიზატორებს. წარმატებები მარიამს და სერგოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: