„ილია - ერის სულიერი მოძღვარი“ - ნაბაკევის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის მორიგი საინტერესო ღონისძიება
02-12-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში ლიტერატურულმა კლუბი „მკითხველი“ წარმატებით მუშაობს. კლუბის წევრები მრავალფეროვან ლიტერატურულ ღონისძიებებს ატარებენ. კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი შენგელია გახლავთ. 

ლიტერატურულმა კლუბმა ჩაატარა კიდევ ერთი აქტივობა -„ილია - ერის სულიერი მოძღვარი“.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილიას როგორც ბიოგრაფია, ასევე მისი შემოქმედება, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რუბრიკა - „იცით თუ არა?“.

ამ რუბრიკაში მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე. მოსწავლეებმა გამოსცეს კედლის გაზეთი - „ილია ჟავჟავაძე - კაცი მზესავით ნათელი“.

აღნიშნული ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203