„მე ვირჩევ ჩემს მომავალის პროფესიას“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ
02-12-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ. 

მათ სამოქალაქო განათლების კლუბის - „ცვლილებების პიკი/Peak Of Changes“ ორგანიზებით, პროექტ - „მე ვირჩევ ჩემს მომავალის პროფესიას“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე გიორგი აბულაძე შეხვდა. 

მან შეხვედრა ჩაატარა უნივერსიტეტის დაფუძნების ისტორიის, ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილა ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც აუცილებელია სამართლის ფაკულტეტის არჩევისას. თუ რას სთავაზობს თსუ სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების კუთხით.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამართლის ფაკულტეტზე არსებულ სერვისებზე, მოსალოდნელ შედეგებსა და აქტივობებზე, რომელიც მათ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში.

იხიელეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203