დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში ​ეკოკომიტეტი შეიქმნა
02-12-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა ჩაერთო ეკოსკოლების საგანმანათლებლო პროგრამაში,  რომელსაც ორგანიზაცია -  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე’’ ახორციელებს. 

1 დეკემბერს, დიდი ჯიხაიშის N1 სკოლაში შეიქმნა ეკოკომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც აირჩიეს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ხუთი მასწავლებელი. მერვე კლასის მოსწავლე - მარიამ სოფრომაძე დასახელდა ეკოსკოლის კოორდინატორად, ფასილიტატორად - ბიოლოგიის მასწავლებელი თეა კოზმავა, მდივნად კი აირჩიეს, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მაია კახაძე. 

აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილი კომიტეტის წევრები გაეცნენ ეკოსკოლების პროგრამას და სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებებიც დაგეგმეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203