ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნეს
02-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე 1-ელ დეკემბერს,  შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ყარაჯალის სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და წებოვანი სტიკერები. სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს წითელი ლენტის შესახებ და მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ეს სოლიდარობის სიმბოლოა. როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა, მის გამრავალფეროვნებაში. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მხრიდან აუცილებელია, რადგან ეს მათ ცნობიერებას კიდევ უფრო ზრდის და მეტად ტოლერანტულს ხდის ადამიანების  მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203