ბოძაურის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: