„სამხრეთ საქართველოს სამზარეულო“- მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო პროექტი
02-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად ხორციელდება. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა სასწავლო პროექტი - „სამხრეთ საქართველოს სამზარეულო“ ჩაატარა. მოსწავლეებმა სამხრეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი კერძები წარადგინეს, პრეზენტაცია მოამზადეს - ისაუბრეს როგორ და რისგან დაამზადეს კერძები. ისინი მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

პროექტმა ნაყოფიერად ჩაიარა, მის წარმატებით განხორციელებაში მშობლების როლი ძალიან დიდია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203