ახკერპის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-12-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და კითხვებს უპასუხეს. 

აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას პედაგოგი ნარიმან მელიქიძე უძღვებოდა. მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203