დაბა მესტიის N1 სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე
02-12-2022
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. ამ მიმართულებით სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება. 

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. მათი ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. გამონაკლისი არც დედაენის დღე იყო. 

ამ დღეს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ღონისძიებაზე სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი მოფრთხილების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. 

„დღე ჩვენი დედაენისა...
დედა ენა, რომელიც სახარებაა ბავშვებისათვის...
დედაენა, რომლითაც ჯადოსნურ ცოდნას ვიღებთ...
დედაენა, რომელიც ერთ -ერთი ღვთაებრივი საუნჯეა...
დედაენა, რომელსაც ძეგლი დაუდგეს - ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა, ეს მხოლოდ ქართველებმა მოიფიქრეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203