
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIვ კლასის მოსწავლე, მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძემ სპორტულ წარმატებას მიაღწია.
თბილისში, სპორტკომპლექს „არენა 2-ში“, რაპირით ფარიკაობაში "ბასას თასის“ და U-14 ევროპის თასის გათამაშება ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოფარიკავეებთან ერთად, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.
ტურნირის პირველ დღეს U-14 შორის ევროპის თასის გამარჯვებული ანანო ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ასევე ბათუმელი ელენე თურმანიძე მეორე ადგილს დაეუფლა. ტურნირის მეორე დღეს U-17 შორის ,,ბასას თასის" მფლობელი ანანო ჯინჭარაძე გახდა.
სკოლაში ახალგაზრდების მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. მათი მწვრთნელი თინათინ ბოლქვაძეა.
იხილეთ ფოტოები: