
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება.
ამჯერად, VII-VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება - „რა შეუძლია ლექსებს?“ ჩატარდა. მათ პოეზიის საღამოზე XIX საუკუნის ლიტერატურული სალონი გააცოცხლეს.
საღამო გაჯერებული იყო საინტერესო ელემენტებით. მოსწავლეთა ჩაცმის სტილი, ინტერიერი, წაკითზული ლექსები და ფონად დოკუმენტური კადრები XIX საუკუნის სალონური შეკრებებიდან, არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს სასურველი ლექსები, ისინი საღამოს ორგანიზებასა და მსვლელობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის მაია ავეტისიანის ინიციატივით გაიმართა.
„საღამო გამოვიდა ემოციური, საინტერესო, დამაფიქრებელი, სწორედ ისეთი, როგორიც თავად პოეზიაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: