ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ პრეზენტაციაში ასახეს
02-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობით გააცილეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია შექმნეს, რომელშიც შემოდგომის მრავალფეროვნება ასახეს. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მათ მიერ  შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი გამოფინეს. ნახატები შემოდგომის ფერებში წარმოადგინეს, ოქროსფერი ფოთლებით კი საინტერესო ნიმუშები შექმნეს. 

ნამუშევრებში მკვეთრადაა გამოხატული მოსწავლეების დამოკიდებულება ფერადი შემოდგომის მიმართ, ასევე ნაჩვენებია თუ როგორ ხედავენ ისინი წელიწადის ამ დროს.  

მსგავსი პრეზენტაციები და ღონისძიებები მოსწავლეების უნარებსა და ხედვებს აუმჯობესებს. 

მოსწავლეებმა სასიამოვნოდ გაატარეს დღე, ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203