ცხუნკურის N2 სკოლაში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
02-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ ლიტერატურულ-კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

25 ნოემბერს, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!“ გაიმართა. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულს და ინტერესების გაღვივებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-VIl და Vlll კლასის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს მურმან ლებანიძის ლექსები, საინტერესოდ გადმოსცეს პოეტის ცხოვრების ამსახველი მოვლენები, მოისმინეს მურმან ლებანიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.  ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - დარეჯან ტუსკაძემ .

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა - ნინო ჯალიაშვილმა , რომელმაც მადლობა გადაუხადა მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს საუკეთესო ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203