„მოსწავლეებმა წარმოადგინეს, რამდენად უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა“ - განძის N2 სკოლაში ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
02-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაშ ღია ინტეგრირებული გაკვეთილი - „შემოდგომა დადგა“ გაიმართა. 

ის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არევიკ ბადიშინს, ხელოვნების მასწავლებლის -  ვანიკ თევანიანისა და მოსწავლეების ორგანიზებით მოეწყო. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს, შემოდგომის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენად უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203