თბილისის N60 სკოლის VII კლასის მოსწავლე ანასტასია რამიშვილმა სპორტული აკრობატიკის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა
02-12-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანასტასია რამიშვილმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

მან სპორტული აკრობატიკის საკვალიფიკაციო ტური წარმატებით გაიარა და პოლონეთის მე-14 გრამპრის ფინალში 12-18 წლის ასაკობრივი კატეგორიის გოგონათა სამეულით მოხვდა. მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და შესაბამის შედეგს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. სკოლაში ანასტასია რამიშვილის მიღწევით ამაყობენ, მას კლასის დამრიგებელი ლელა ვარდანია მომავალ გამარჯვებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203