წყალტუბოს N1 სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს გამართულ აქციას შეუერთდნენ
02-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ისინი სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ქუთაისში აქცია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ჩატარდა. მას სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თ.თუთბერიძე და მე-11 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს, მონდომებით დაარიგეს ფლაერები და ინტერვიუები ჩაწერეს.
გამართული კამპანიის თემაა „გაერთიანდით! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისათვის“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს