კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
02-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. „ოქროსფერი შემოდგომა“- ასე უწოდეს ზეიმს, რომელიც მე-2 და მე-4 კლასის მასწავლებლებმა, მშობლებთან ერთად მოაწყვეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური და თეატრალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203