ქუთაისის N40 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებ​მა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პედაგოგ ეკა გოგატიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
02-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-12 და მე-12 კლასის მოსწავლები სასკოლო პროექტის - „გარემო ჩემ ირგვლივ“ ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პედაგოგ ეკა გოგატიშვილს ონლაინ შეხვდნენ. 

ეკა გოგატიშვილი სოფელ პერევიდანაა, პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, ის ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს აკეთებს, თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, არის მეფუტკრე და წარმატებული ფერმერი.

შეხვედრის მიმდინარეობაში მოსწავლეები ძალიან აქტიურად, მონდომებით ჩაერთნენ. თავიდან მათ წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია „ფუტკარი, როგორც აფთიაქარი“ წარადგინეს.

თავად ეკა გოგატიშვილმა ბუნებაში ფუტკრის როლსა და მის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა.მან კითხვებს ამომწურავად უპასუხა. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

კლასის დამრიგებლები ნუნუ ხურციძე და თამთა გაჩეჩილაძე არიან, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებში ხშირად რთავენ. 

„ქალბატონმა ეკამ ისაუბრა ოჯახის ჩართულობასა და ბავშვების დაინტერესებაზე, ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებით. მას არაერთი ჟურნალისტი სტუმრობს და გამოთქვამს ინტერესს მეფუტკრეობის დარგის შესახებ.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ეკას, სასიამოვნო, შინაარსიანი და მრავლისმომცველი პრეზენტაციისთვის, ასევე გულთბილი დაპატიჟებისათვის პერევში. ვიმედოვნებთ, რომ პირისპირაც მოხდება ჩვენი შეხვედრა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203