მურჯახეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს
02-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა ელმირა მარგარიანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„მოსწავლეთა მაღალი განწყობა და დიდი ენთუზიაზმი შემოდგომის თბილ დღეს შეერია. ყველაზე პატარა მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს ხმოვანი ასო „ა“-ს „დაბადება“. გაკვეთილზე ბავშვები აქტიურად გამოხატავდნენ ცოდნას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს