„მე ვწერ ლამაზად“- წინუბნის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის შიდასასკოლო კონკურსი გაიმართა
02-12-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, ქართული, როგორც მეორე ენა მასწავლებლების ინიციატივით, შიდასასკოლო კალიგრაფიის კონკურსი - „მე ვწერ ლამაზად“, ჩატარდა. მასში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გამოვლინდა გამარჯვებულიც, რომელიც სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203