ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა - ქეთევან ღლონტმა მოსწავლეებს მეწარმეობის საფუძვლები გააცნო
02-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლას მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

მათ შორის ერთ-ერთი ტექნოლოგიების წამყვანი პედაგოგი ქეთევან ღლონტია. ის მასწავლებლობის პარალელურად, წარმატებული მეწარმე ქალია, რომელიც „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამაში - „იყავი მეწარმე“ მონაწილეობდა და უფლება მიეცა ტრენინგი მეწარმეობაზე ჩაეტარებინა.  

მან კლუბში 21 ახალგაზრდა გააწევრიანა, გააცნო მეწარმეობის საფუძვლები და მოამზადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის. მათ ტრენინგში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

„სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს მეწარმეობის, ბიზნესის განვითარებას, ახალგაზარდები ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, ძლიერ ქვეყანის საფუძველი სწორედ მდიდარი ეკონომიკაა რომელის განვითარებაც ასეთმა ახალგაზრდებმა უნდა დაიწყონ, ასეთი პროექტები კი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარების საქმეში“,- აღნიშნავს ქეთევან ღლონტი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203