ქვედა სამების საჯარო სკოლის მე-6 კლასში აქტივობებით დატვირთული სპორტის ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-12-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-6 კლასში სპორტში აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა. ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში, მასწავლებელ ნარგიზ ჯაშის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203