ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქობულეთის ზღვის სანაპიროს ცენტრალური მონაკვეთი დაასუფთავეს.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის გამოწვევაში - „გახდი ჩემი მოხალისე“, ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლები ჩაერთნენ. დასუფთავების აქცია სამივე სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს.
მოსწავლეებს მხარდაჭერა ქობულეთის სანდასუფთავების ადმინისტრაციამ გამოუცხადა, მათ მოხალისეები ხელთათმანებითა და პარკებით მოამარაგეს.
მოსწავლეთა გამოწვევას ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც უპასუხეს. მოსწავლეებს სანაპიროზე შეხვდათ მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და ადმინისტრაციის წევრები. დასუფთავების აქცია სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: