ოთის საჯარო სკოლაში პედაგოგების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
02-12-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები როგორც მოსწავლეთა ცონის გაღრმავებაზე, ისე საკუთარ კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მისი თემა „ახალი სკოლის მოდელი“ იყო. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საკითხის ირგვლივ ამომწურავად იმსჯელეს. 

შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას პედაგოგები - ცირა გურეშიძე და მაია ბერიძე უძღვებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203