კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები საზოგადოებრივ-სასკოლო მოძრაობას შეუერთდნენ
01-12-2022
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი“ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მასწავლებლები ღირსეული თაობის აღზრდაზე ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ. ამჯერად, სკოლა საზოგადოებრივ-სასკოლო მოძრაობას - „ჰუმანური საქართველო“ შეუერთდა. მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო, სადაც საუბრობენ, რომ სკოლაში საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანი სწავლობს. მასში, ასევე საუბარია, ამ მიმართულებით რა მნიშვნელოვანი აქტივობებში ჩატარდა.
მოსწავლეებმა სკოლის ლოგოც დახატეს და ჰუმანური ადამიანებისა და ზოგადად, ამ ცნების შესახებ ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს