ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ჭადრაკში
01-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლა მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა დაინტერესებას სწავლასთან ერთად სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობით ცდილობენ.  

ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი, ზურაბ აბაშიძე უკვე  წლების განმავლობაში მოსწავლეთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას არ წყვეტს. ამჯერად, მოსწავლეებმა პედაგოგი ჭადრაკში მოპოვებული წარმატებით გაახარეს.

რიონულ შეჯიბრებაში პირველი ადგილი, ირინა სურმანიძემ დაიკავა. ის ახლა  აჭარის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებაზე წასასვლელად ემზადება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203