ძირკვაძეების საჯარო სკოლაში „ხელმარჯვეთა კლუბი“ წარმატებით მუშაობს
01-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ აღსაზრდელებმა შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინონ.

სკოლაში რამდენიმე წელია, რაც „ხელმარჯვეთა კლუბი“ ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი ზაირა ქედელიძეა. მისი მოსწავლეები ხალისიანად და აქტიურად „შრომობენ" ხელოვნების გაკვეთილებზე, „ხელმარჯვეთა კლუბში“ და უამრავი, ულამაზესი ნაკეთობა თუ ნამუშევარი აქვთ. 

სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ. 
 
„ზაირას და მის ყოჩაღ მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203