„შემოდგომის მიწურულს“ - ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება
01-12-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „შემოდგომის მიწურულს“ გამართეს.
ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ბევრმა საინტერესო თუ სახალისო აქტივობამ, მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ფერადმა ნახატებმა და მრავალფეროვნად დატვირთულმა სიმღერებმა შემოდგომის ბოლო დღეებს მეტი სიხალისე შეჰმატა.
მოსწავლეებთან ერთად სკოლის კოლექტივმაც ისიამოვნა. შემოდგომის შესაბამისი დეკორაციით გაფორმებულმა გარემომ კი ღონისძიების მსვლელობა მეტად გაახალისა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ოთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მსგავსი შინაარსის ღონისძიებებსა და აქტივობებს ხშირად სთავაზობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს