თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინგლისურენოვან კონკურსში 
01-12-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვან კონკურსში წარმატებით იასპარეზეს. 

კონკურსი English Book Education-მა გამოაცხადა, საკონკურსო თემატიკა კი „Halloween Competition” იყო. საგაკვეთილო პროცესი ინგლისურ ენაში სწორედ აღნიშნული თემატიკისა და შემოთავაზებულ რესურსზე დაყრდნობით ჩატარდა.  

თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლები საგაკვეთილო პროცესის მსვლელობას ხალისით შეეგებნენ და მასში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ თავად შექმნეს ნამუშევრები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა და „English Book Education”-ის მიერ დასაჩუქრდა.

სერტიფიკატებითა და საჩუქრებით მოსწავლეებთან ერთად, დასაჩუქრდა ინგლისური ენის მასწავლებელი - ფიქრია მუსერიძე. ასევე სკოლამ მადლობის სიგელი მიიღო.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203