ვახანის საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებში ინტელექტუალური კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართა
01-12-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური კლუბის კურატორის - ლაური ღონღაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ წინასაკონკურსო შესარჩევი ტური გაიმართა. 

შესარჩევ ტურში VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც გადანაწილდებიან გუნდებში და შიდასასკოლო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203