ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
01-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

უკვე დიდი ხანია რაც ეშტიაში არაზ ტბის სანაპიროზე სოფლის ახალგაზრდებმა ააშენეს პატარა შენობა, აქ ტარდება პატარა ღონისძიებები და დღესასწაულები. შენობით სარგებლობს როგორც ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა, ასევე მეზობელი სოფლები. ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ჩართული არიან „სამოქალაქო განათლება“ და „ეკო ჯგუფი“ პროექტებში მასწავლებლების - რიპსიმე აროიანის და თამარა ბადოიანის ხელმძღვნელობით  დასუფთავების აქცია გამართეს.

აქციის შემდეგ ბავშვებმა გააკრეს სხვადასხვა პოსტერი შენობის კედლებზე, რომელშიც მოსახლეობას სთხოვენ, არ დააბინძურონ გარემო.  

სკოლა მადლობას უხდის არმენ ბეზოიანს, რომელიც მოსწავლეებს ნაგვის გადატანაში საკუთარი ავტომობილით დაეხმარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203