ბათუმის N22 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნაირა კახიძემ საუკეთესო მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღე აჩუქა
01-12-2022
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა საინტერესოდ და ორიგინალურად გააცილეს. 

მათ, კლასის ხელმძღვანელ ნაირა კახიძესთან ერთად, „აჭარული ღვინის სახლი“ მოინახულეს. საგაკვეთილო თემატიკიდან გამომდინარე, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, ჩურჩხელები თათარაში ამოავლეს, აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

მოსწავლეების დიდი ინტერესი ქვის საწნახელმა და აჭარული ოჯახის ყოფის ამსახველმა გამოფენამ გამოიწვია.

„ნაირა მასწავლებელმა მოსწავლეებს საუკეთესო მოგონებებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე აჩუქა შემოდგომის ბოლო კვირას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203