„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას!“- ვაზიანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელმა- ფიქრია ლოხიშვილმა ღონისძიება - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ ჩაატარა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მოზარდებში გავრცელებულ საფრთხის შემცველ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და აღინიშნა, რომ ეს ნივთიერებები აზიანებენ ღვიძლს, სასუნთქ, გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ასევე, ხელს უშლიან მოზარდის ფსიქო-ემოციურ, სოციალურ, ფიზიკურ განვითარებას და სერიოზულად აზიანებენ ჯანმრთელობას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ვიდეორგოლს თამბაქოს მავნებლობის შესახებ უყურეს. მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი, პლაკატი და პრეზენტაციები წარადგინეს, როლებიც თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას ასახავდნენ. შეხვედრის ბოლოს კი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: