შორაპნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ინგა ხარჩილავა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა
02-12-2022

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლას პროფესიონალი, შედეგსა და განვიათარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. ისინი სხვადასხვა საინტერესო პროგრამასა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი გეოგრაფიის პედაგოგი ინგა ხარჩილავაა. ის სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებს და ასევე, აქტიურად ერთვება აქტივობებში. 

ამჯერად, ინგა ხარჩილავა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა, მან საქართველო ღირსეულად წარადგინა და საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს გაუზიარა. 

სკოლაში მასწავლებლის მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

„გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მიწვეული იყო ამ უმნიშვნელოვანეს გაცვლით პროგრამაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203