თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი 
01-12-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში შედეგზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი სოფელი/ქალაქი“ იმუშავეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია თავიანთ სოფელზე/ქალაქზე/რაიონზე, გაიგეს, თუ როდის დაარსდა, რამდენია მოსახლეობა, რა ღისრშესანიშნაობებია და რომელი და რამდენი მდინარე გადის მის სიახლოვეს. ასევე, გაიგეს მისი სიგრძე და მოძიებულ ინფორმაციაზე 1-2 ამოცანა შეადგინეს და შემდეგ ამოხსნეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს. შექმნილი ნამუშევრები კი რეფერატისა და კედლის გაზეთის სახით წარადგინეს.

მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა გაიმართა მე-10 კლასშიც. მოსწავლეთა ნაწილმა მათემატიკის მასწავლებლის, ფიქრია თედიაშვილის დავალებით, თემაზე ფარდობა-პროპორცია იმუშავეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. კერძოდ, სტანდარტული თანაფარდობის გათვალისწინებით, სასურველი ზომის საქართველოს დროშა დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203